მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)


გახდი ჩვენი წევრი


ჩვენ შესახებ

about_us_dcsb

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ დაფუძნდა 2012 წელს და ის მიზნად ისახავს საქართველოში გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვას. ჩვენ ვაერთიანებთ სახელმწიფო გადასახადების გადამხდელ პირებს, ვინც დაინტერესებულია მის მიერ გადახდილი ფულის ოპტიმალურ ხარჯვაში.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ხედვა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

დაბალი გადასახადები: საგადასახადო პოლიტიკა სახელმწიფოში უნდა იყოს სამართლიანი და გადასახადები უნდა იყოს დაბალი. საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს მარტივი და არაორაზროვანი. საგადასახადო კანონმდებლობა უნდა იყოს ლიბერალური და ხელს უწყობდეს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ და გრძელვადიან განვითარებას.

დაბალი ბიუროკრატია: ბიუროკრატია ხელს არ უნდა უშლიდეს გადამხდელს, ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, ხოლო სამთავრობო ხარჯები უნდა იყოს მცირე. სამთავრობო უწყებები უნდა იყოს მოქნილი, ღია და მომსახურებაზე ორიენტირებული. ის არ უნდა ქმნიდეს ბარიერებს სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობაში, პირიქით, მისი მიზანი მოქალაქისთვის მომსახურების გაწევა და მისი საქმიანობის ხელშეწყობა უნდა იყოს.

ეფექტიანი სახელმწიფო ხარჯები: ვათვითცნობიერებთ რა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელთა ფულით ივსება, გვაქვს სრული უფლება და ამავე დროს ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვის პროცესი. გვჯერა, რომ სახელმწიფომ არ უნდა დააქვეითოს მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და საკუთარ თავზე უნდა აიღოს მხოლოდ ის ვალდებულებები, რომელთა შესრულება მის გარეშე გაცილებით ძვირი ან/და არაეფექტიანი იქნება. სახელმწიფო ხარჯების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ღია და საჯარო.


სიახლეები

31
ოქტ

East Invest-ის რეგიონული კონფერენცია სომხეთში

12
ოქტ

გამოხმაურება “სიტროენის” განცხადებაზე

13
აპრ

გადასახადის გადამხდელთა კავშირს 6 ახალი წევრი ჰყავს

6
აპრ

“გადასახადის გადამხდელთა კავშირის” მმართველ გუნდს ორი ახალი წევრი დაემატა