მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

სახელმწიფო საწარმოები და მათი ეფექტიანობა ფოკუსი: სოფლის მეურნეობა

პროექტის შესახებ:  გადასახადი გადამხდელთა კავშირი და ინფორმაციის განვითარებისა და თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) G-PAC-ის დაფინანსებით (დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ) ატარებენ კვლევას  სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სოფლის მეურნეობის საწარმოების ეფექტიანობის შესახებ.

პრობლემა და პროექტის მიზნები:   იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ უარი თქვას კერძო სექტორის ფუნქციების საკუთარ თავზე აღებაზე და მხოლოდ მისი დამოუკიდებელ განვითარებას შეუწყოს ხელი, ის ხშირად უხეშად ერევა თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში და თავად გვევლინება როგორც ბიზნეს აქტორი და კერძო კომპანიების კონკურენტი.

გადასახადის გადამახდელთა ფულის არაეფექტიანი გამოყენების  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მთელს მსოფლიოში სწორედ სახელმწიფო საწარმოების დაფუძნება და მათი ოპერირებაა, რომლებიც თავისმხრივ ხშირად წაგებაზე მუშაობენ.

არსებული პრობლემიდან გამომდინარე მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს:

  1. გაზარდოს სექტორის გამჭვირვალობა და მოახდინოს საჯარო დისკუსიების ინიცირება პრობლემის ირგვლივ სახელმწიფო საწარმოთა როლის და ოპერირების მიზნების შესახებ. ეს დაეხმარებათ პასუხისმგებელ საჯარო მოხელეებს, ექსპერტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს სწორი ანალიზი გააკეთონ სექტორის სამომავლო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
  2. შეისწავლოს სახელმწიფო საწარმოების წარსული და მიმდინარე ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ხელს შეუწყობს საწარმოების უკეთეს მართვას და ამ საწარმოთა შესახებ სწორი და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას.
  3. მოამზადოს  ბაზარზე არსებული ანალიზი სოფლის მეურნეობის სექტორში და გამოკვეთოს სახელმწიფო საწარმოების როლი ბაზრის კონკურენციის ჭრილში.
  4. მოამზადოს რეკომენდაციების პაკეტი მთავრობისთვის სახელმწიფო საწარმოების შესახებ სამომავლო პოლიტიკის გატარების კუთხით.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება სოფლის მეურნეობის პროფილის სახელმწიფო საწარმოები, რომელშიც 50%-ზე მეტ წილს სახელმწიფო ფლობს. კვლევის მიზანია დადგინდეს ამ საწარმოების ეფექტიანობა და მათი არსებობის მიზანშეწონილობა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პროექტის ანალიტიკური გუნდი შეიმუშავებს რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც გადაეცემათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.

პროექტის ხანგრძლივობა: დეკემბერი 2013 – ივლისი2014