მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

ესეების კონკურსი დასრულდა!

დასრულდა „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ მიერ ორგანიზებული ესეების კონკურსი თემაზე ჩემი აზრით, არამიზნობრივი სახელმწიფო ხარჯი არის…“, რომელიც იანვარში გამოცხადდა. კონკურსის მიზანი იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა სახელმწიფო საბიუჯეტო პოლიტიკის შესახებ. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 18-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, ვისაც  სურდა გამოეხატა თავისი შეხედულება სახელმწიფოს მიერ გაწეულ  ხარჯებსა და მათ მიზნობრიობაზე.

სულ შემოვიდა 43 ნაშრომი, რომლებშიც, ძირითადად, ყურადღება გამახვილებული იყო, მთავრობის მიერ წარსულში და აწმყოში განხორციელებული პროექტებისთვის გამოყოფილ თანხებზე. ავტორთა უმეტესობა აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება ინფრასტრუქტურისა და განათლების განვითარებას უნდა დაუთმოს, თუმცა უნდა გაწიოს სოციალური ხარჯებიც.

საბოლოოდ, ჟიურიმ არჩევანი იმ ნაშრომებზე გააკეთა, რომლებშიც პრობლემა უფრო კონცეპტუალურად იყო განხილული და გაანალიზებული. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

I ადგილი: უჩა ავსაჯანიშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი)

II ადგილი: ზურა ქობალია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი)

2014 წლის 1-ელ მარტს, „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ოფისში, გაიმართა კონკურსის დაჯილდოება, რომელსაც ესწრებოდნენ ორგანიზაციის წევრები და გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასულს, პრიზის სახით, გადაეცა SAMSUNG-ის პლანშეტური კომპიუტერი, ხოლო მეორე ადგილზე გასულმა მიიღო ვაჟა ფშაველას ხუთ-ტომეული. გამარჯვებულთა ესეები გამოქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.