მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

twink straighty oiled up and rubbed.javporn

როგორ დავიბრუნოთ დაუბეგრავი მინიმუმი?

2013 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც მოქალაქეებისათვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი 2013 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 6000 ლარს, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს. ხელისუფლების აღნიშნული ინიციატავა დაახლოებით 600 000-მდე გადამხდელს ეხება.

დეკლარაციის შევსება შესაძლებელია როგორც ელექტრონული ფორმით www.rs.ge-ზე, ასევე, საბანკო დაწესებულებაში.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მზადაა, უფასო კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება გაუწიოს ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც აღნიშნული თანხის დაბრუნების სურვილი აქვს.  დაგვიკავშირდით ტელეფონზე 290 78 66 ან მოგვწერეთ info@tpu.org.ge

აქვე გთავაზობთ ყველა ძირითად პროცედურულ დეტალს, რომელიც დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლადაა საჭირო:

  • ვის შუძლია ისარგებლოს „დაუბეგრავი მინიმუმის“ გამოქვითვის უფლებით?

დაუბეგრავი მინიმუმი ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომლის მიერ 2013 წელს მიღებული დასაბეგრი ხელფასი არ აღემატება 6000 ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს დარიცხული  ხელფასი შეადგენს 6000 ლარს და მან საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილი თანხა მიიღო 4800 ლარი (6000-6000*20%) უფლებამოსილია ისარგებლოს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.

  •  რა იგულისხმება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში?

ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში იგულისხმება დარიცხული (დასაბეგრი) ხელფასი. კერძოდ – ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით  მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. პირი ვერ ისარგებლებს დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით,  თუ მის მიერ მიღებულმა დასაბეგრმა ხელფასმა გადააჭარბა დადგენილ 6000-ლარიან ზღვარს.

  • როგორ იანგარიშება დასაბრუნებელი თანხა?

ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან, რომელიც არ აჭარბებს 6000 ლარს, გამოიქვითება დაუბეგრავი მინიმუმი 1800 ლარი.

  1.  თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 5700 ლარს, მას უფლება აქვს ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი 1800 ლარი და დაიბრუნოს აღნიშნულ თანხაზე გადახდილი საშემოსავლო გადასახადის თანხა 360 ლარი (1800*20%)
  2.  თუ ფიზიკური პირის მიერ 2013 წელს მიღებული ხელფასი შეადგენს 1700 ლარს, მას უფლება აქვს ამ შემოსავლიდან გამოქვითოს დაუბეგრავი მინიმუმის თანხა და დაიბრუნოს  გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 340 ლარი (1700*20%) სრულად.

თუ ფიზიკურ პირს ბიუჯეტის წინაშე გააჩნია სალდირებული  დავალიანება,  დაუბეგრავი მინიმუმის ფარგლებში დასაბრუნებელი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხა შემცირდება დავალიანების თანხის ოდენობით.

  • დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის მიზნებისათვის 6000 ლარამდე შემოსავალში გაითვალისწინება თუ არა საშემოსავლო გადასახადისაგან გათავისუფლებული ხელფასი?

დაუბეგრავი მინიმუმის მიზნებისათვის  ხელფასის სახით მიღებულ 6000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალში არ გაითვალისწინება საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

  • როგორ გაარკვიოს პირმა აქვს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობის უფლება?

შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge-ზე განთავსებულ დეკლარაციაში,  მხოლოდ პირადი ნომრის მითითებით პირს შეუძლია აღმოაჩინოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის და შესაბამისად თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებით.

  • რა ფორმით შეუძლია ფიზიკურ პირს მოითხოვოს დაუბეგრავი მინიმუმის თანხის დაბრუნება?

მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან ფიზიკური პირი უფლებამოსილია წარადგინოს დეკლარაცია „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ, რომლის ფორმა დამტკიცებულია “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანებით – დანართი №II–085. ფორმა განთავსდება www.rs.ge-ზე მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან და მისი შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად.

  • როგორ უნდა მოიქცეს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც თვლის რომ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა და ვერ განახორციელა დეკლარირება?

მოცემულ შემთხვევაში მან უნდა მიმართოს დამქირავებელს, საკითხის გარკვევის მიზნით და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლ(ებ)ი ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი შესაბამისი ფორმების დაზუსტება.

  • როგორ უნდა მოიქცეს პირი იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიერ გაანგარიშებული დასაბრუნებელი თანხა არ ემთხვევა დეკლარაციის შევსებისას ველში მითითებულ თანხას?

მოცემულ შემთხვევაში პირს, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით,  შეუძლია მიმართოს დამქირავებელს და უზუსტობის გამოვლენის შემთხვევაში დამქირავებლ(ებ)ი ვალდებულნი არიან განახორციელონ შესაბამისი პერიოდის მიხედვით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ფორმების დაზუსტება.

  • დაუბეგრავი მინიმუმის სარგებლობისას რა ვადაში ხდება შესაბამისი გადასახადის თანხის დაბრუნება?

პირის მიერ წარდგენილი დეკლარაცია მის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება ავტომატურად, დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს რის შემდეგაც, თანხის დაბრუნების მიზნით 3 თვის ვადაში, საგადასახადო ორგანო სახაზინო სამსახურს უგზავნის შესაბამის საგადახდო დავალებას, რომელიც სრულდება 10 სამუშაო დღეში.


desi amateur