მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

twink straighty oiled up and rubbed.javporn

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მოგების გადასახადის ეტაპობრივად შემცირების ინიციატივით გამოდის

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მიესალმება ინიციატივას მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით და იმედს გამოთქვამს, რომ მისი განხორციელება ადეკვატურ დროში მოხერხდება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საერთო კონსესუსი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოითქვა შიშები იმაზე, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად ასეულობით მილიონი ლარი დააკლდება, რაც დარტყმა იქნება ფისკალური სისტემისთვის. მოგების გადასახადის ერთბაშად განულება, სავარაუდოდ, მართლაც გამოიწვევს დროის გარკვეულ მონაკვეთში რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დანაკლისს, ამიტომ, „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ გამოდის ინიციატივით მოგების გადასახადი ეტაპობრივად შემცირდეს მის საბოლოო გაუქმებამდე, შემდეგი სქემის მიხედვით:

Capture

ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ისიც, რომ ცვლილებების შედეგად, გაიზრდება ეკონომიკური აქტივობა, კერძო სექტორს მიეცემა გაფართოებისა და კაპიტალიზაციის გაზრდის საშუალება, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს  სხვა გადასახადებიდან.

ამასთან, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავრობა განიხილავს არა ესტონურ მოდელს, რომელიც მოგების გადასახადის აბსოლუტურ გაუქმებას გულისხმობს, არამედ მხოლოდ რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისგან გათავისუფლებას. ეს კი თავის მხრივ, გაართულებს და გააძვირებს საგადასახადო ადმინისტრირებას, ვინაიდან სადავო საკითხებს დაემატება კიდევ ერთი, რეინვესტირების განსაზღვრის წესები. შედეგად, ეს ცვლილება შესაძლოა კონტრპორდუქტიულიც კი აღმოჩნდეს და გაზარდოს კორუფციის რისკები. ამიტომ მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს აქცენტი მხოლოდ ესტონურ მოდელზე გაკეთდეს, რომელიც ყველაზე მარტივ და ეფექტიან გზას გვთავაზობს.

გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მხარს უჭერს გადასახადების შემცირების ყველანაირ ფორმას, თუმცა რეფორმის პროცესში აუცილებელია ყველა ვარიანტის განხილვა და მათ შორის ოპტიმალური ვარიანტის არჩევა. საბოლოო ჯამში, საქართველომ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორი იქნება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად.


desi amateur