მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების საყურადღებოდ

“გადასახადის გადამხდელთა კავშირმა” ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. განცხადებას მყისიერად მოჰყვა ბიზნესომბუდსმენის რეაქცია და მისი ინიციატვით შეხვედრა გაიმართა შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელთან.

საკითხის განხილვისას დაზუსტდა, რომ დღევანდელი კანონმდებლობა მიმწოდებელ კომპანიებს აძლევს საშუალებას მოითხოვონ შემსყიდველისგან ხელშეკრულების თანხის 10%-ის ფარგლებში გაზრდა, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში. ხაზი გაესვა იმას, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება განეკუთვნება იმ მიზეზებს, რომლის გამოც შემსყიდველს შეუძლია ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა. პრაქტიკაში კომპანიები იშვიათად მიმართავენ ამ გზას, რადგან ხშირ შემთხვევაში არ იციან აღნიშნული წესის შესახებ. „გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ მოუწოდებს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ზემოთხსენებული წესის აქტიური გამოყენებისკენ და გამოთქვამს მზადყოფნას კონსულტაცია გაუწიოს ყველა დაინტერესებულ კომპანიას.

ორგანიზაციის დირექტორმა გიგლა მიქაუტაძემ ამ თემაზე “ბიზნესკონტაქტის” ეთერში ისაუბრა.

maest

 

 

 

 

იხილეთ ვიდეო