მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

დაფუძნდა ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია

“გადასახადის გადამხდელთა კავშირმა” სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ეკონომიკური პოლიტიკის ადვოკატირების კოალიცია – EPAC (Economic Policy Advocacy Coalition) – დააფუძნა. 15 სექტემბერს თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში USAID G4G-ის მიერ ინიცირებულ ერთობლივ მემორანდუმს ორგანიზაციის დირექტორის მოადგილემ ირაკლი კიკნაძემ მოაწერა ხელი.

კოალიციის დამფუძნებლებს შორის არიან:

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი (BEC), ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში (AmCham), საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია (IIA), ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია (GSMEA), საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (GFA), საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია (AYEG), საქართველოს ქალთა ბიზნესასოციაცია (GWBA), საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატა (CCIFG), ქართულ-უკრაინული საქმიანი კლუბი (GUBC), ასოციაცია “ქართული ღვინო” (GWA), საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია (ABCO Georgia), საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია (GMA), საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია (GLA) და სხვა.

კოალიციის მისიაა ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის საშუალებით. შესაბამისად, მის მიზნებს წარმოადგენს:

• ბიზნეს ორგანიზაციების ძალისხმევის გაერთიანება და მათი როლის გაზრდა საჯარო სექტორთან დიალოგის პროცესში;
• მთავრობასთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვა, ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
• საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და ადვოკატირება, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით;
• ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი;
• კოალიციის წევრებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, უფრო ეფექტური ადვოკატირების განხორციელებისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის.

7f67d78c834a96682737ae1a546e652df35cfebbc6270883d7b83ba67d5b348611958141_430408337146418_436187198660227860_o8f68740891bc48ad9fb10d65ef1f79b31816c83239d2bd539fe9b53f63d0a834

 

 

 

 

ვიდეო

Capture