მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

TPU-ს საჩივარი სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭომ დააკმაყოფილა

გადასახადის გადამხდელთა კავშირმა“გადასახადის გადამხდელთა კავშირმა” სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე დაიწყო მუშაობა, რისთვისაც ის ყველა ბერკეტს გამოიყენებს, მათ შორის, დავების საბჭოს. ორგანიზაციამ გასული წლის დეკემბერში გაასაჩივრა შსს-ს ტენდერი SPA150033856, რომელშიც შემსყიდველი გამარჯვებული კომპანიისგან საქონლის ნიმუშის წარდგენას ითხოვდა 3 დღის ვადაში. ორგანიზაციის აზრით, ჩანაწერი იყო დისკრიმინაციული, რადგან ტენდერში მონაწილეობის საშუალება ეძლეოდათ მხოლოდ იმ მიმწოდებლებს, რომელთაც აღნიშნული საქონლის ნიმუშები ადგილობრივ საწყობში ქონდათ. ბევრი მიმწოდებელი კი საქონელს უკვეთავს საზღვარგარეთ და 3 დღეში ნიმუშის წარდგენას ვერ მოახერხებს.

დავების საბჭომ 2015 წლის 22 დეკემბერს განიხილა აღნიშნული საჩივარი და ნაწილობრივ დააკმაყოფილა ის. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სატენდერო კომისიას დაევალა გადასინჯოს სატენდერო დოკუმენტაციის ის მუხლი, სადაც აღნიშნულია ნიმუშის წარმოდგენის ვალდებულება და განახორციელოს შესყიდვა არადისკრიმინაციულ, ჯანსაღი კონკურენციის გარემოში. იხილეთ გადაწყვეტილების სრული ვერსია

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” მომავალშიც დააკვირდება სახელმწიფო შესყიდვების პროცესს და მყისიერ რეაგირებას მოახდენს აღმოჩენილ დარღვევბსა თუ გადაცდომებზე.