მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

twink straighty oiled up and rubbed.javporn

ვინ აგებს პასუხს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსურ პრობლემებზე?

2016 წლის 14 იანვარს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ საჯარო აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილი და აუქციონის დასრულების თავდაპირველ ვადად განსაზღვრა 28 იანვარი. გადასახადის გადამხდელთა კავშირმა 21 იანვარს მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს აუქციონის ვადების გაგრძელებისა და კომპანიის შესახებ ფინანსური ინფორმაციის მოწოდების თხოვნით. მისასალმებელია, რომ სააგენტომ გაითვალისწინა თხოვნა და აუქციონი თავდაპირველად 4 თებერვლამდე, მოგვიანებით კი 11 თებერვლამდე გააგრძელა. მან ასევე დროულად მოგვაწოდა კომპანიის მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისები.

მოწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ფინანსური მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. კერძოდ, კატასტროფულად არის შემცირებული გათამაშებებისგან მიღებული შემოსავლები. 2010 წელს აღნიშნულმა შემოსავალმა 52.000.000 ლარს გადააჭარბა, როცა 2015 წლის სამი კვარტლის მონაცამებით მან 16.000.000 ლარზე ნაკლები შეადგინა. კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მისი 70 %-იანი წილი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა, ყოველი წელი წაგებით დაასრულა და დააგროვა სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებები. მხოლოდ 2014 წელს კომპანიის მოკლევადიანი ვალდებულებები 58.000.000 ლარით გაიზარდა, ხოლო 2015 წლის 10 დეკემბრის  მდგომარეობით მისმა დავალიანებამ სახელმწიფო ბიუჯეტის  მიმართ  216.318.937 ლარი შეადგინა (აქედან საურავი  62.634.927 ლარი).

საქართველოს ლატარიის კომპანიის ფინანსური ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ წლების განმავლობაში საქმე გვაქვს კომპანიის წარუმატებელ მართვასთან, რაზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია. გადასახადის გადამხდელთა კავშირი დიდი ხანია საუბრობს სახელმწიფო კომპანიებში არსებულ პრობლემებზე, უკონტროლობასა და რესურების ფლანგვაზე, თუმცა მთავრობის მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ლატარიის კომპანიაში არსებული პრობლემების იგნორირებმა შესაძლოა ხელიც კი შეუწყო მათ უფრო მეტად გაღვივებას და დიდი ოდენობით დავალიანების დაგროვებას. ამიტომ ბუნებრივად ჩნდება შემდეგი კითხვები:

  • რატომ არ გააუქმა ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ლატარიის კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე”, როცა წლებია ეს კომპანია ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებს?
  • მას შემდეგ, რაც საქართველოს ლატარიის კომპანია წლებია წაგებით ასრულებს ყოველ ფინანსურ წელს, რატომ არ დააყენა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის მენეჯმენტის მინიმუმ შეცვლის საკითხი?
  • რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიაში სახელმწიფოს წილის პრივატიზება (რომლიდანაც არც თუ დიდი თანხა შევა ბიუჯეტში) ლატარიის ბაზრის სრული დემონოპოლიზაციის ნაცვლად?

გადასახადის გადამხდელთა კავშირი მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს გაასაჯაროოს „საქართველოში ეროვნული ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ შორის 2009 წლის 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება.


desi amateur