მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან

2016 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. გიორგი კვირიკაშვილთან საუბარში გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხელმძღვანელმა გიგლა მიქაუტაძემ შემდეგი საკითხები დააყენა:

  1. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვას არ უნდა ჰქონდეს დაუსრულებელი ხასიათი, რაც ხელს უშლის პროგნოზირებადი ბიზნეს-გარემოს შექმნას. საკითხები უნდა წყდებოდეს მინიმალურ ვადებში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით.
  2. საგადასახადო კოდექსში არსებული ზღვრები მოძველებულია და საჭიროებს განახლებას ახალი მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად.
  3. ეკონომიკური დანაშაულისთვის არსებული სასჯელის ნორმები უნდა შემსუბუქდეს და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დადგენილი 50.000 ლარიანი ზღვარი უნდა გაიზარდოს.
  4. შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემისთვის დადგენილი მომსახურების საფასური საწარმოს ზომის შესაბამისად უნდა დადგინდეს. დღესდღეობით, პირებისათვის, რომელთა ერთობლივი წლიური შემოსავალი 10.000.000 ლარზე ნაკლებია, აღნიშნული დოკუმენტის საფასური 5.000 ლარია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი შეიქმნება.

ვიდეოCapture

ფოტო

12771901_228719304139768_928867427880190376_o  12794747_228719244139774_3362721553981822010_o  12823444_228719457473086_642753229182924694_o