მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება გამარტივდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას. ის სექტორები და ბიზნეს ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას, აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს და მათ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას 5-დღიან ვადაში. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14-დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ ოდენობით, რაც მათ ეკუთვნით.

დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან. სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას. უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.