მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან

ზურაბ ალავიძე გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და მშენებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა კომპანიების წარმომადგენლებს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბარი შეეხო საპროექტო, სამშენებლო და საზედამხედველო პროცესში არსებულ ხარვეზებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტების შესრულებისას ვადების დაცვას და ხარისხის უზრუნველყოფას.

„მუნიციპალიტეტებში ასეულობით პროექტი ხორციელდება და კიდევ უფრო მეტი წელს დაიწყება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარითაა გაზრდილი ჩვენი ბიუჯეტი, რაც იმას ნიშნავს რომ უახლოეს წლებში უზარმაზარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებია ჩასატარებელი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროცესს მომზადებული შეხვდეს ქართული სამშენებლო სექტორი. ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა ასეთი შეხვედრები, სადაც ხდება შეხედულებების გაცვლა. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ და დიდია დაინტერესება, რომ ყველა კომპანია, რომელსაც სათანადო კომპეტენცია გააჩნია, მაქსიმალურად იყოს დატვირთული“ – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ნახეთ ტ/კ მაესტროს სიუჟეტი

IMG_6189 IMG_6187 IMG_6186 IMG_6185 IMG_6184 IMG_6183 IMG_6182IMG_6181 IMG_6180 IMG_6179