მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

განცხადება “თიბისი” ბანკთან დაკავშირებით

 

tbc bankგვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენი წევრი ორგანიზაციის, სს “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც სამართლიანად მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და იმედი გვაქვს დროული, გამჭვირვალე და ობიექტური გამოძიების.

ამასთან, შეშფოთების საფუძველს იძლევა გამოძიების საწყის ეტაპზევე სამართალდამცავი უწყებების ქმედებითა თუ უმოქმედობით, საქმის დეტალების მედიაში წინასწარ მოხვედრა, რაც საფუძვლად დაედო არაერთ ჭორსა თუ სპეკულაციას. ეს კი, როცა საუბარია ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკზე, სადაც თავმოყრილია ქვეყნის საფინანსო რეზერვების დაახლოებით 40%, უზარმაზარი რისკების შემცველია არამხოლოდ ამ კონკრეტული ბანკისთვის, არამედ მთელი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც, რომელთაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ მსგავს სიტუაციებში. აღნიშნული პრეცენდენტი აჩენს დაუცველობის განცდას ბიზნესში და ზოგადად, საზოგადოებაში, რადგან თუ ქვეყნის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტი არ არის დაცული მსგავსი შემთხვევებისგან, რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეთ შედარებით მცირე მასშტაბებისა და გავლენების მქონე კომპანიებს.

ყველასთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციების მიუხედავად, ჯერ კიდევ კრიტიკულია მისი სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების მიმართ დამოკიდებულება. ამ ფონზე, სახელმწიფო ინსტიტუტები ამ სისტემის მიმართ ნდობის გაზრდაზე უნდა ზრუნავდნენ, ნაცვლად იმისა, რომ აჩენდნენ დამატებით ეჭვებს სახელმწიფო უწყებების პროფესიონალიზმსა და სანდოობაზე.

დაბოლოს, გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ბოლო წლებში, ქართულმა საბანკო სექტორმა დიდი ავტორიტეტი მოიპოვა საერთაშორისო მასშტაბით. ის იქცა ქართული ბიზნესის ერთგვარ სავიზიტო ბარათად და ამით ვამაყობთ ყველანი. მისი რეპუტაციის დაზიანება კი, არ წაადგება ესოდენ საჭირო, სასიცოცხლოდ აუცილებელი ინვესტიციების შემოსვლას ქვეყანაში და არ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

გადასახადის გადამხდელთა კავშირი

 

 

 

 

 

 

tbc bank