მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

გამოიცა რეკომენდაცია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის

გადასახადის გადამხდელთა კავშირის მიმართვის საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ რეკომენდაცია გამოსცა მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის (MAF) მოთხოვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, შემსყიდველმა ორგანიზაციამ საჭიროა იხელმძღვანელოს პროპორციულობის პრინციპით და მოსთხოვოს შესყიდვაში მონაწილეობის მსურველ პირს მწარმოებლის ავტორიზაცია გააზრებულად, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეების ანალიზის, აგრეთვე შესყიდვის ობიექტის შეუფერხებლად ექსპლუატაციის უზრუნველყოფისათვის საჭირო რეალიზაციის შემდგომი საჭიროებების თავისებურებების გათვალისწინებით.

გარკვეულ შემთხვევებში მწარმოებლის ავტორიზაციის მოთხოვნა არ არის რეკომენდირებული. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხორციელდება სტანდარტული, შედარებით დაბალფასიანი და მარტივად ჩანაცვლებადი ობიექტების შესყიდვა. მწარმოებლის მხრიდან ავტორიზაციის მოთხოვნა გამართლებულია ძირითადად იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს რეალიზაციის შემდგომი სპეციფიკური მომსახურებები.

რეკომენდაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.