მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

ბიზნესომბუდსმენის შესახებ კანონში ცვლილებები დადებითია

“გადასახადის გადამხდელთა კავშირი” დადებითად აფასებს “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელითაც ფართოვდება ბიზნესომბუდსმენის უფლებამოსილება და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, ბიზნესომბუდსმენს ენიჭება საერთო სასამართლოების სისტემაში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას სასამართლოს მეგობრის ფუნქციის შესრულების შესაძლებლობა.გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესისთვის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორს სასამართლოში პროცესების გაჭიანურება და ხშირად, მოსამართლეთა დაბალი კვალიფიკაცია წარმოადგენს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის მონაწილეობა გაზრდის ხარისხსა და ობიექტურობას ბიზნესდავების პროცესში. აღნიშნული ინსტიტუტი ბევრ ქვეყანაში დაინერგა წარმატებით და არსებობს მოლოდინი, რომ ის ასევე წარმატებით ადაპტირდება ქართულ სასამართლო სისტემაშიც.