მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

მიმართვა პრემიერ-მინისტრს

ბიზნესგაერთიანებების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

ბატონო მამუკა,

სამწუხაროდ, ბიზნეს-გაერთიანებებს დღემდე არ მიგვიღია პასუხი წერილზე, რომელშიც ფინანსთა მინისტრს ვთხოვდით ახსნა-განმარტებებს „ოქროს სიისა“ და სხვა საბაჟო შეღავათების გაუქმების შესახებ, მაშინ როდესაც ცვლილებები სრულად ძალაში შედის 2019 წლის 2 ივლისს.

გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო. აღნიშნული ასევე ეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, რომლებზეც გავრცელდება გადასახდელის გადახდის 5 დღიანი ვადა წინასწარ დეკლარირებულ საქონელზე, ნაცვლად მოქმედი 15-დღიანი ვადისა.

მოგმართავთ თხოვნით, უახლოეს დღეებში გამართოთ შეხვედრა ბიზნესისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან, ზემოხსენებული ბრძანების შინაარსისა და ძალაში შესვლის ვადებთან დაკავშირებით, რათა თავიდან ავიცილოთ ბრძანების დათქმულ ვადაში ამოქმედების შედეგად მოსალოდნელი ნეგატიური ცვლილებები.

1. გადასახადის გადამხდელთა კავშირი

2. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია

3. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია

4. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია

5. საერთაშორისო სავაჭრო პალატა

6. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

7. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

8. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია

9. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია

10. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია