მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

twink straighty oiled up and rubbed.javporn

სიტუაციის განმუხტვა საპარლამენტო კომისიის შექმნას შეუძლია

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადება

ვინაიდან თიბისი ბანკის საქმე დიდი ხანია გაცსდა ერთი კომპანიის საზღვრებს და შეეხო არამხოლოდ ბანკის დამფუძნებლებს, არამედ, ირიბად, მედია-კომპანიებსაც კი, გვსურს გავიმეოროთ ჩვენი ერთი თვის წინ გაკეთებული განცხადება და აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ეჭვის გაქარწყლება მხოლოდ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფითაა შესაძლებელი, რაც თავად ხელისუფლების ინტერესებშიც შედის. ამიტომ, გამოვდივართ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შეიქმნას თიბისი ბანკის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც დააკმაყოფილებს საგამოძიებო პროცესის სამართლიანობისა და ფაქტობრივი მტკიცებულებების მიმართ საზოგადოების მაღალ ინტერესს.

ვიმეორებთ, ისტორიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანას სწრაფი ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია საერთო მიზნებსა და პრიორიტეტებზე შეთანხმება. აღნიშნულის მიღწევა კი,  შესაძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ, ბიზნესის,  საზოგადოებისა და სახელმწიფოს ღია და პარტნიორული ურთიერთობებით.

 


desi amateur