მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

ჩვენი საქმიანობა

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ წარმოადგენს “საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის” სამართალმემკვირდეს და ის მიზნად ისახავს საქართველოში გადასახადის გადამხდელთა ინტერესების დაცვას. ჩვენ ვაერთიანებთ სახელმწიფო გადასახადების გადამხდელ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მათ მიერ გადახდილი ფულის ოპტიმალურ ხარჯვაში.

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“ თავისი მიზნების მისაღწევად 3 მიმართულებით მუშაობს:

საგანამათლებლო პროექტები: დემოკრატია ეფექტიანია მაშინ, როცა ამომრჩეველი საკმარისად ინფორმირებულია. სწორედ ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ მიზანს მოქალაქეთა, უფრო კონკრეტულად კი, გადასახადის გადამხდელთა ინფორმირება წარმოადგენს ისეთ თემებზე, როგორიცაა გადასახადები,  ბიუჯეტი, სახელმწიფო ხარჯები და ა.შ

საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში ვმართავთ საჯარო შეხვედრებს, დისკუსიებს და სემინარებს სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ახალგაზრდების, კერძოდ, სტუდენტების ინფორმირებულობისა და ცოდნის ხარისხის გაზრდას.

კვლევები: „გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს კვლევები ქვეყანაში არსებულ აქტუალურ ეკონომიკურ პრობლემებზე. ჩვენი ამოცანაა საფუძვლიანად შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ქვეყნის ფისკალურ პოლიტიკას, შესაბამისად გადასახადებს, ბიუჯეტს, საჯარო მმართველობას, სახელმწიფო აპარატის ეფექტიანობას და ა.შ. კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე, ვახდენთ პრობლემების იდენტიფიკაციას, ვცდილობთ მათ სიღრმისეულ შესწავლას და ვეძებთ მათი ეფექტიანი და ოპტიმალური გადაწყვეტის გზებს. ჩვენს ფუნქციად მიგვაჩნია არა მხოლოდ პრობლემაზე საუბარი, არამედ მისი გადაჭრის გზის პოვნაც.

ადვოკატირება: ჩვენი მიზანია დავიცვათ ქვეყანაში ყველა გადასახადის გადამხდელის ინტერესები და ამისთვის აქტიური ძალისხმევა გავწიოთ ყველა დონეზე. ჩვენ ვახდენთ ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირებას და ვლობირებთ მათ განხორციელებას.

შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან

ზურაბ ალავიძე გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და მშენებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. რეგიონული გ

შეხვედრა ახალ ბიზნესომბუდსმენთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება გამარტივდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემ