მიმდინარე სახელმწიფო ვალი (ლარი)

სახელმწიფო ვალი ერთ სულ მოსახლეზე (ლარი)

ჩვენი ხედვა

გადასახადის გადამხდელთა კავშირის ხედვა ეფუძნება სამ ძირითად პრინციპს:

sagadasaxadokodeqsiდაბალი გადასახადები: საგადასახადო პოლიტიკა სახელმწიფოში უნდა იყოს სამართლიანი და გადასახადები უნდა იყოს დაბალი. საგადასახადო კოდექსი უნდა იყოს მარტივი და არაორაზროვანი. საგადასახადო კანონმდებლობა უნდა იყოს ლიბერალური და ხელს უწყობდეს ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ და გრძელვადიან განვითარებას.

9786091286_e85fd01bb8_nდაბალი ბიუროკრატია: ბიუროკრატია ხელს არ უნდა უშლიდეს გადამხდელს, ეფექტიანად განახორციელოს საკუთარი საქმიანობა, ხოლო სამთავრობო ხარჯები უნდა იყოს მცირე. სამთავრობო უწყებები უნდა იყოს მოქნილი, ღია და მომსახურებაზე ორიენტირებული. ის არ უნდა ქმნიდეს ბარიერებს სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობაში, პირიქით, მისი მიზანი მოქალაქის მომსახურების გაწევა და მისი საქმიანობის ხელშეწყობა უნდა იყოს.

thumbეფექტიანი სახელმწიფო ხარჯები: ვათვითცნობიერებთ რა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელთა ფულით ივსება, გვაქვს სრული უფლება და ამავე დროს ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ვაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვის პროცესი. გვჯერა, რომ სახელმწიფომ არ უნდა დააქვეითოს მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და საკუთარ თავზე უნდა აიღოს მხოლოდ ის ვალდებულებები, რომელთა შესრულება მის გარეშე გაცილებით ძვირი ან/და არაეფექტიანი იქნება. სახელმწიფო ხარჯების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ღია და საჯარო.

unnamed

შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრთან

ზურაბ ალავიძე გადასახადის გადამხდელთა კავშირისა და მშენებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. რეგიონული გ

შეხვედრა ახალ ბიზნესომბუდსმენთან

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე გადასახადის გადამხდელთა კავშირის, დისტრიბუტორთა ბიზნეს

დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება გამარტივდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის იწყებს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემ