ალექსანდრე რატიშვილი
ავთანდილ წერეთელი
ბადრი ჯაფარიძე
გიგლა მიქაუტაძე
გიორგი ჯახუტაშვილი
დავით დუმბაძე
ვახტანგ გოგალაძე
თემურ ჭყონია
თამაზ კაპანაძე
ირაკლი ჭყონია
მამუკა ხაზარაძე
მიხეილ ახვლედიანი
ნოდარ ადეიშვილი
აღმასრულებელი გუნდი
ალექსანდრე რატიშვილი – პრეზიდენტი
ალექსანდრეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იყო საქართველოს ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის თავმჯდომარე და ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები სამშენებლო, სადისტრიბუციო და კვების ინდუსტრიებში. ამაჟამად ის ქართულ-ამერიკული კომპანია McB Georgia-ს მმართველი პარტნიორია. ალექსანდრემ დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გაიარა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა პარიზის სამრეწველო სასწავლო ცენტრში და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, პროექტების მართვის პროგრამა, სადაც მიიღო “პროექტების პროფესიონალური მართვის მენეჯერის” კვალიფიკაცია. ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.
გიგლა მიქაუტაძე - აღმასრულებელი დირექტორი
გიგლა მაგისტრის ხარისხის მფლობელია ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებებში. მან განათლება გერმანიისა და აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო, ხოლო სტაჟირება გაიარა გერმანიის ბუნდესტაგში. სხვადასხვა დროს, მუშაობდა სახელმწიფო სექტორში, იყო გერმანული კომპანიის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ამჟამად, არის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარი და კითხულობს ლექციებს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.
ქეთევან კრიალაშვილი - აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე
ქეთევანი არის მაგისტრის ხარისხის მფლობელი ეკონომიკაში, სხვადასხვა დროს გავლილი აქვს ტრენინგები გერმანიში, ისრაელში, ყაზახეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ლიდერობის, მენეჯმენტის და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. მას აქვს როგორც არასამთავრობო, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. იყო რამდენიმე საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელი, რომელიც დაფინანსებული იყო USAID, FNF, EF, KAS და GIZ მიერ. ქეთევანი არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიისა და კვლევის ავტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულებით. მოპოვებული აქვს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი გრანტი. ფლობს ქართულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს.
რეზო ბაინდურაშვილი - საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
რეზოს აქვს სოციალურ მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მასობრივ კომუნიკაციაში. მან განათლება მიიღო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე, დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების მართვის სასერთიფიკატო პროგრამა. წლების განმავლობაში რეზო მუშაობდა საჯარო სამსახურში პროფესიული საგანმანათლებლო მიმართულებით. იგი მუშაობდა ერთ-ერთ ქართულ ონლაინ გამოცემაში და ახდენდა სტარტაპების პოპულარიზაციას. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებულ პროექტში „ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხების პროფესიონალური მედიაგაშუქების ხელშეწყობისთვის“. ფლობს ქართულ და ინგლისურ ენებს.